|
2017-10-17 15:24:38, 1898 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: საქართველოს სჯერა, რომ ნატო უზრუნველყოფს მისი წევრების სტაბილურობასა და მშვიდობას
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში საჯარო ლექცია წაიკითხა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ არჩევანზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა. პრეზიდენტი განსაკუთრებულად მიესალმა კოლეჯის ქართველ კურსანტებს და მათ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერა უსურვა. როგორც მარგველაშვილმა საჯარო გამოსვლისას განაცხადა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე განსაზღვრა ქვეყნის მომავალი განვითარების მიმართულებად - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, იმის მიუხედავად, რომ იგი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნე იყო. გიორგი მარგველაშვილმა იმ უნივერსალური ფასეულობების შესახებ ისაუბრა, რომელიც ნატო-ს ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად და აღნიშნა, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის მთავარი ინსტრუმენტი და გლობალური უსაფრთხოების მთავარი გარანტია. მისი განცხადებით, ნატომ, როგორც საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, შექმნა უსაფრთხოების ეფექტიანი ქოლგა, რომელიც უზრუნველყოფს მისი წევრი ქვეყნების სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვას. პრეზიდენტმა ასევე თავდაცვის კოლექტიურ სისტემაზე, საფრთხეების დინამიურ გლობალიზაციაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო მისიებში აქტიურად მონაწილეობს და წვრთნისა და აღჭურვის პოლიტიკის გაძლიერებით ზრდის თავის თავდაცვისუნარიანობას. „საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა გააძლიეროს მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველო მზადაა იბრძოლოს, რადგან ჩვენს ქვეყანას და ხალხს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენ ვიცავთ საერთო ღირებულებებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა საჯარო გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსული ანექსიური პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკით ცდილობს რეგიონში არასტაბილური გარემოს შენარჩუნებას. საჯარო გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ნატოს თავდაცვის კოლეჯის კურსანტები დაინტერესდნენ საქართველო - რუსეთის მომავალი ურთიერთობებით, კავკასიის რეგიონში არსებული სხვადასხვა კონფლიქტებით, საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობებით. კითხვები დაისვა იმის შესახებაც, თუ, როგორ აისახება რეგიონში არსებული ვითარება საერთაშორისო ენერგოპროექტების განხორციელებაზე. საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ესწრებოდნენ ასევე, საქართველოს დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)