14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 16:38:23, 406 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო, მთავრობა შაბათ–კვირას დამტკიცებულიყო

„პრეზიდენტს მინისტრების რა  სიაც უდევს დღეს მაგიდაზე, ის სია ედება 7 დღის შემდეგაც“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.  

მისივე  განმარტებით, მთავრობისთვის ტექნიკურად უფრო „კომფორტული“ იყო,  მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა შაბათ–კვირას დამტკიცებულიყო. 

„პრეზიდენტთან კონსულტაცია ჰქონდა არაერთ დეპუტატს უმრავლესობიდან.  მასთან კონსულტაცია ჰქონდა პრემიერსაც. პრეზიდენტმა იცოდა, რომ მინისტრები მომავალ კვირას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ რიგის სამიტზე სწორი და პოზიტიური შეფასებები გაკეთდეს,  წასასვლელები ვიყავით. ამის შემდეგ უკვე  პრეზიდენტის უფლებაა, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული 7 დღიანი ვადა. ის ამას იყენებს, ამაში საგანგაშო არაფერია. მას რა სიაც უდევს დღეს მაგიდაზე, ის სია ედება 7 დღის შემდეგაც და 7 დღის შემდეგ გადააგზავნის პარლამენტში. მანამდე  მთავრობა მუშაობას გააგრძელებს იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული მაისის თვეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენთვის ტექნიკურად უფრო კომფორტული იყო, ახალი შემდგენლობა შაბათ–კვირას დამტკიცებულიყო, მაგრამ არც ეს არ არის პრობლემა“,– აღნიშნა თეა წულუკიანმა.  

ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა  დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა,  გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics