|
2015-04-30 20:34:11, 1198 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე: დასახელებულ პერიოდში ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ
95 პროცენტით ეჭვი მეპარება, რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართველმა სამხედროებმა დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, იმ პერიოდში, როცა აღნიშნული ფაქტი განხორციელდა, ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში არ მსახურობდნენ. „როგორც ჩემთვის ცნობილია, იდენტიფიცირებული არ არის ვინ იყვნენ. ისინი იძახიან, რომ კოალიციიდან იყვნენ ხალხი, თუმცა, საუბარი არ არის არც ქართველებზე, ესპანელებზე და არც იტალიელებზე. თარიღები, რომელიც ახლა მე მომაწოდეს, მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალები იქ არ მონაწილეობდნენ“,– აღნიშნა კაპანაძემ. ცენტრალურ აფრიკაში სამშივდობო მისიებში მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ მედიაში გავრცელდა. საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანფული მედიის ცნობით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)