18:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 19:06:37, 2364 ნახვა

მსოფლიო
პუტინს გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ Life.ru იუწყება.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, კენჭისყრის შემთხვევაში ვინ იქნებიან მისი კონკურენტები.

"ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, არა მარტო ის, ვის წინააღმდეგ მომიწევს კენჭისყრა, არამედ არ გადამიწყვეტია მივიღებ თუ არა საერთოდ მონაწილეობას. წესით ეს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში უკვე უნდა გადავწყვიტო. ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის სხვა კანდიდატებს საჯაროდ ექნებათ დაფიქსირებული იღებენ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მანამდე გაზეთმა კომერსანტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ცნობისთვის, პუტინმა პრეზიდენტის პოსტი პირველად 2000 წლის 26 მარტს დაიკავა, მეორედ 2004 წელს აირჩიეს, მესამედ კი 2012 წელს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტსაა დაგეგმილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics