17:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 12:10:09, 2293 ნახვა

მსოფლიო
ჰაკერებმა Yahoo-ს 3 მილიარდამდე მომხმარებლის ანგარიში გატეხეს

კომპანია Yahoo-ზე მორიგი ჰაკერული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 მილიარდი მომხმარებლის ანგარიში დაზიანდა, - ამის შესახებ Techcrunch იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჰაკერებს ხელში შესაძლოა ისეთი პერსონალური ინფორმაციები ჩაუვარდათ, როგორებიცაა სახელი/გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და პაროლი.

როგორც მედია წერს, ჰაკერებმა Yahoo 2013 წელს გატეხეს, თუმცა ამის აღმოჩენა მხოლოდ 2016 წელს მოხერხდა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მხოლოდ 1 მილიარდამდე მომხმარებლის ანგარიში დაზიანდა, ახლა ამ რიცხვმა 3 მილიარდს მიაღწია.

Yahoo-ში ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმის უკან სახელმწიფო დგას. მედიის ცნობით, ამერიკულ დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმა ერთ-ერთი სახელმწიფოს დაკვეთით ან მხარდაჭერით განხორციელდა, რადგან მომხდარი ფაქტი იმ კიბერთავდასხმებს ჰგავს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები ახორციელებენ.

ცნობისთვის, ეს არის კიბერუსაფრთხოების ისტორიაში ყველაზე მსხვილი კიბერთავდასხმაა, რომლის შესახებაც ინფორმაცია გასაჯაროვდა.

შეგახსენებთ, კომპანია Yahoo Incorporation-მა თავისი აქტივები Verizon Communication-ს მიმდინარე წლის 10 იანვარს მიჰყიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics