03:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 11:35:55, 2219 ნახვა

სამართალი
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 14 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს  1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად, მათ სახელმწიფოსგან  საკუთრებაში მიწის ნაკვეთები გადაეცათ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული რამდენიმე თვიანი ინტენსიური  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს  1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად მათ სახელმწიფოსგან  საკუთრებაში გადაეცათ  მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულმა პირებმა საკუთრებად  დაარეგისტრირეს   სოფელ ნატახტარში, საგურამოსა  და სოფელ დიღომში არსებული საერთო ჯამში 45 650 კვ.მ მიწის ფართობი. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების ღირებულება  დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები მოტყუებით დაუფლებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დაბრუნების და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან  9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics