12:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 12:14:49, 560 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: სამთავრობო პროგრამა, რომელსაც პრემიერი პარლამენტში წარადგენს, საკმაოდ ამბიციური იქნება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის,  დავით ბაქრაძის, განცხადებით,  სამთავრობო პროგრამა, რომელსაც პრემიერი პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას წარადგენს, საკმაოდ აბციური იქნება,ისევე როგორც თავად მთავრობა.

"მოგეხსენებათ, მას  შემდეგ, რაც წინა მთავრობა დამტკიცდა, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, გვაქვს წინვლა ნატოსთან დაკავშირებით, შედგა უელსის სამიტი და გვაქვს ახალი მექანიზმები",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის წინაშე ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. ბოლო  1 წლის განმავლობაში, 7 მინისტრი შეიცვალა, რის გამოც პარლამენტმა მთავრობას ხელახალი ნდობა  უნდა გამოუცხადოს, რასაც  76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics