|
2017-09-30 10:14:30, 2799 ნახვა
საზოგადოება
საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 403,214 ლარი შეგროვდა
„დინამო არენაზე“ საქველმოქმედო შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართა. მატჩი, რომელიც GFF XI-სა და World XI-ს შორის შედგა, მსოფლიო თერთმეტის გამარჯვებით 6:5 დასრულდა. მატჩის დაწყებამდე ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე მეხანძრე-მაშველებმა, საფეხბურთო მოედანს საპატიო წრე დაარტყეს და შეკრებილ გულშემატკივარს მიესალმნენ. საქველმოქმედო შეხვედრაში ანგარიში მეორე წუთზე ლუკა ტონის გოლით გაიხსნა, თუმცა მალევე ალექსანდრე იაშვილმა გათანაბრა. მე-14 წუთზე მიჩელ სალგადომ მსოფლიოს ნაკრები კვლავ დააწინაურა. 26-ე წუთზე კი, საკუთარი გოლი რივალდომ გაიტანა და მსოფლიო თერთმეტეულის უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, ლუკა ტონიმ GFF XI-ს მეოთხე გოლი გაუტანა, ბრაზილიელმა კაფუმ კი, სებასტიან ფრეის კარში ეფექტურად დაარტყა და სხვაობა კვლავ ორბუთიანი გახდა - 2:4. მეორე ნახევრის სტარტზე, ალექსანდრე იაშვილის გადაცემით კევინ კურანიმ საკუთარი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა 68-ე წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ შორეული დარტყმით გაიტანა და მსოფლიო ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა. ამ მომენტიდან ზუსტად სამ წუთში სხვაობა კვლავ შემცირდა. ანდრეი შევჩენკოს ტექნიკური მოქმედება ზუსტი დარტყმით გიორგი დემეტრაძემ დაასრულა. 73-ე წუთზე კი, თავად შევჩენკომ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა - 5:5. მატჩის საბოლოო შედეგი ბოლო წუთზე დაფიქსირდა, იბრაჰიმ ბას ჩაწოდების შედეგად ახლო მანძილიდან თავური დარტყმით მარკო დელვეკიომ გაიტანა და World XI-ს მოაგებინა. საქველმოქმედო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას, 300,343 ლარს, 2 სექტემბერის მატჩის, საქართველო - ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102,871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)