15:48 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 12:01:39, 2338 ნახვა

მსოფლიო
მედიაში ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მორიგი აუდიომიმართვა გავრცელდა

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელწმიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა მორიგი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  46-წუთიანი მიმართვა ჯიჰადისტებთან დაკავშირებულ სააგენტო Al-Furqan-ზე გავრცელდა.

აუდიოჩანწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეის საფრთხეებზე საუბრობს.

ამასთან, ალ-ბაღდადი მიმდევრებს მოუწოდებს დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ.

"ხალიფატის ჯარისკაცებო მიმართეთ ომის ცეცხლი თქვენს მტრებზე. მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე და მათი იდეოლოგიური ომის შტაბ-ბინაზე. იბრძოლეთ ბოლომდე და არ დანებდეთ. გააგრძელეთ თქვენი ჯიჰადი და დალოცვილი მისიები. არ მისცეთ საშუალება ბედნიერად და მშვიდობიანად იცხოვრონ საკუთარ სახლებში“, - განაცხადა დაჯგუფების ლიდერმა.

ჯიჰადისტების ლიდერის ბოლო აუდიომიმართვა 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. ეს პირველი მიმართვაა, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც ალ-ბაღდადის გარდაცვალებაზე ალაპარაკდნენ.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი დაიღუპა. 1 სექტემბერს კი აშშ-ის კოალიციამ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი სავარაუდოდ ცოცხალია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics