|
2015-04-29 19:19:35, 1220 ნახვა
სამხედრო
სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი გრძელდება
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. დღეს, სასწავლო პროცესს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. უცხოელი სტუმრები სწავლების მიმდინარეობას დააკვირდნენ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნაა. სწავლება ნატოს ნდობის ფონდის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც სოფელ სკრაში მდებარე საბრძოლო მასალების დაზიანებული საცავის გასუფთავებას ითვალისწინებს. ქართველი სამხედროების მომზადებას აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები ახორციელებენ. ისინი სწავლობენ ტექნიკას, თუ როგორ მოახდინონ აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფა. ეს არის ევროპული სარდლობის მხარდაჭერა. საქართველო დაახლოებით 100 000 დოლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს, რათა ქართველმა სამხედროებმა უფრო ეფექტურად შეძლონ სოფელს სკრის ტერიტორიის გასუფთავება“, - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ტრენინგი 21 აპრილს დაიწყო და 8 მაისს დასრულდება. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები (EUCOM) 15 სამხედრო მოსამსახურეს სამი კვირის განმავლობაში ამზადებენ. სწავლება სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ბაზასა და ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე იმართება. ტრენინგი განაღმვით ოპერაციებში სამხედრო ინჟინრებით დაკომპლექტებული ასეულის შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)