14:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 12:05:17, 2276 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიული ბლოკი ლიდერობს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ”ქრისტიან დემოკრატიული კავშირი" ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ამ დროისთვის შედეგები ასე გამოიყურება: ანგელა მერკელის პარტია - 33.2%; მარტინ შულცის პარტია - 20.8%; "ულტრამემარჯვენეები" - 13.1%; "თავისუფალი დემოკრატები" - 10.4%; "მემარცხენე პარტია“ 9,2%-ით და „მწვანეები“ 8,9%-ით. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ანგელა მერკელის ბლოკის მიერ მიღებული ხმები არაა საკმარისი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში მერკელის პარტიამ ბუნდესტაგში 630 მანდატიდან 502 მიიღო და მინისტრთა კაბინეტიც და კანცლერიც უპრობლემოდ დაამტკიცა.

ეგზიტპოლის შედეგებს გერმანიის მოქმედი კანცლერი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "უკეთეს შედეგს" ელოდა. მერკელმა ამომრჩევლლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

წინასწარ შედეგებს მოქმედი კანცლერის მთავარი ოპონენტი მარტინ შულცის გამოეხმაურა. ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მერკელის ბლოკთან თანამშრომლობას და კოალიციის შექმნას არ აპირებს. მისივე შეფასებით, "არჩევნების წინ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია".

როგორც BBC წერს, გერმანიის მოსახლეობამ პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" მესამე ადგილზე გასვლა გააპროტესტა. უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბერლინში აქცია გამართეს და სამართალდამცველებს ბოთლები დაუშინეს.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერებს "ისტორიული გამარჯვება" მიულოცა.

"განსაკუთრებული მილოცვა ფრაუკე პეტრის, რომელმაც AfD-ი ამ ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა... ეს გამარჯვება ევროპელი ხალხის გამოღვიძების სიმბოლოა", - წერს ლე პენი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics