10:21 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 18:43:08, 3844 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ერედვში, შენობა-ნაგებობებს ანგრევენ (ვიდეო)

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ერედვში, შენობა-ნაგებობებს ანგრევენ და ტერიტორიას ნანგრევებისგან წმენდენ, - ამის შესახებ Apsny.ge იუწყება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო მედიის ცნობით,  ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სოციალურ-ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის განვითარების" ფარგლებში, 2017 წელს ერედვის ტერიტორიას ნანგრევებისგან გაწმენდენ.

მედიის ცნობით, აღნიშნული პროგრამა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2017 წელს პროგრამის განხორციელებისთვის 4.2 მილიარდი რუბლი (70 მილიონი დოლარი) გამოყვეს. მთლიანობაში სეპარატისტული რეგიონის ბიუჯეტი 8.1 მილიარდ რუბლს შეადგენს.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის ვალერი კოკოევის განცხადებით, სამუშაოები იმისთვის ტარდება, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიწის დამუშავება შეძლონ. მისივე ინფორმაციით, პროგრამა 268 სახლის განადგურებას ითვალისწინებს, რომლისგანაც 163 უკვე დაანგრიეს.

ცნობისთვის, ერედვი გორის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც ცხინვალიდან 5 კილომეტრშია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. რუსულმა ბომბდამშენებმა რამდენიმე სოფელი დაბომბეს. ოკუპანტებმა სახლები დაწვეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics