|
2017-09-18 21:05:14, 2210 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ვიქნები ადამიანი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს. ამის შესახებ მან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზეისაუბრა. „დედაქალაქში არსებობს რაიონები, კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს,ან თუ მოძრაობს, მოქალაქეებს საათზე მეტი ხნით ლოდინი უწევთ, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენ, ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებითა და ავტობუსების შემოყვანით, მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემას მოვუხსნით“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტისა და პოპულარობის მიმართულებით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული გახდეს, არამედ პოპულარული უნდა იყოს და მე, ჩემს თანაქალაქელებთან ერთად ვიქნები ადამიანი, ვინც ამას პოპულარიზაციას გაუწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში, დედაქალაქში მიკროატობუსებით 603 000 ადამიანი გადაადგილდება, ავტობუსებით - 330 000, ხოლო მეტროს- 288 000 მგზავრი გადაჰყავს. „იმის შემდეგ, რაც მეტროს რეაბილიტაციას მოვახდენთ და მას ახალი ვაგონები დაემატება, დარწმუნებული ვარ, რომ მეტროთი უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. თბილისში არსებულ ორ საბაგიროს კი, დღეში დაახლოებით, 4100 ადამიანი გადაყავს. ეს ის მიმართულებებია, რაზეც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მეტროს ვაგონების რეაბილიტაციასა და არსებული ვაგონების ჩანაცვლების შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება. „ჩვენ ამ ღონისძიებით მივალთ იქამდე, რომ შეიქმნება უფრო მეტი კომფორტი მგზავრების გადაყვანის დროს, გაიზრდება მგზავრთა რაოდენობა და სადგურებზე მოლოდინის დრო შემცირდება. მოხდება 23 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სადაც ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
(NS)
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)