|
2017-09-13 21:13:57, 2460 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. პარტიის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები- რევაზ სოხაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულაშვილი და გიორგი ტყემალაძე არიან. კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას ოთხივე კანდიდატის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „ეს ადამიანები იქნებიან იმ ტკივილის, იმ პრობლემების და იმ წუხილის გამზიარებლები, რომლებიც ამ რაიონს, ამ უბნებს აწუხებს. ჩვენ შევძლებთ ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ მიმართულებით თბილისის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რადგან სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. „ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება ეკონომიკური პროექტების განხორციელება. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ ქვეყანაში. შეიძლება ეს პირდაპირ მერიის ფუნქცია, მოვალეობა არ იყოს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავებთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს აწუხებს ქვეყნის, დედაქალაქის მოსახლეობას, ეს არის სამუშაო ადგილები. ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს მეტი დასაქმებული ადამიანი და რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი“,-განაცხადა კახა კალაძემ. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ეკოლოგიურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით თხუთმეტივე დიდი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. (NS)
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)