|
2017-09-12 05:46:56, 2153 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: არასდროს არაფერი მომიპარავს, რაც კი გამაჩნდა, ქვეყანას მივეცი
„არასდროს არაფერი მომიპარავს, რაც კი გამაჩნდა აქეთ ქვეყანას მივეცი. ეს არის ჩემი ისტორია“, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე მისულ ჟურნალისტს, რომელიც მისი ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა. როგორს სააკაშვილმა აღნიშნა, მას ანგარიშზე 5 ათასი ევრო აქვს დარჩენილი, მაშინ როდესაც, მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მილიონობით დოლარი აქვთ. "მე ვიყავი პრეზიდენტი და კუჩმაც პრეზიდენტი იყო. რატომ არასდროს არ გიკითხავთ მისთვის თუ საიდან აქვს ფული და რით იხდის სასტუმროში ნომრის საფასურს? კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიყავი პრეზიდენტი და მაქვს მხოლოდ ერთი ანგარიში უკრაინის ბანკში გახსნილი, რომელზეც დაახლოებით 5 ათასი ევრო მაქვს დარჩენილი. მაშინ როდესაც კუჩმა მილიონობით ფულს იღებს. მან შექმნა ტელევიზიები, აიყვანა ჟურნალისტები, რომლებიც პროპაგანდას აწარმოებენ. მე ამას არ მოვითმენ. არ მოვითმენ, რომ კუჩმასნაირებმა ჩემს შემოსავლებზე ილაპარაკონ. პრაქტიკულად არ გამაჩნია უძრავი ქონება, მაქვს მხოლოდ ერთი სახლი საქართველოში, რომელიც 70 კვადრატულ მეტრს შეადგენს. არასდროს არაფერი მომიპარავს, რაც კი გამაჩნდა აქეთ ქვეყანას მივეცი. ეს არის ჩემი ისტორია", - განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და დასძინა, რომ "მატყუარა ჟურნალისტებს ვერ იტანს". "სწორედ გამიგეთ დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს და ძალიან მიყვარს უკრაინელი ჟურნალისტები, მაგრამ ვერ ვიტან ჟურნალისტებს, რომლებიც იტყუებიან. მჯერა, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც აუდიტორიამდე მხოლოდ სიმართლის მიტანა სურს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)