12:38 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 02:52:38, 2129 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პასპორტი პეტრო პოროშენკოს აქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი პასპორტი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აქვს.

სააკაშვილმა პრეზიდენტ პოროშენკოს მიმართა და აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების საშუალებას არ მისცემს.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა პროპაგანდა, თითქოს მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რაც მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

"უკრაინის მოქალაქეები მათ მიაჩნიათ სულელებად, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს. თავად ვიყავი ოდესღაც მესაზღვრე, მაშინ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის საზღვარზე ვიდექი, მაგრამ იმ დროიდან შემოვინახე კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან და ზოგიერთი მათგანი ახლაც მსახურობს, მათთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს. დიდად ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, ყველა ჩვენს სამხედროს. ასევე ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს. არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას, არ ვცემ პატივს, მაგრამ ეს ჩემი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ არ იცვლება, რომლებიც რეალურად იცავენ უკრაინას. მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა, არ მაქვს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი, მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც მასთან ერთად ცდილობენ, განახორციელონ დანაშაულებრივი მოქმედებები,  ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე", - აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics