09:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 09:22:37, 514 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: თუ თავისუფლებას აღვიქვამთ ოპოზიციურობად, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა გაგვიჭირდება

„თუ ჩვენ თავისუფლებას აღვიქვამთ ოპოზიციურობად, გაგვიჭირდება ასე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა.

მისი თქმით, არასწორი ფორმულირებაა, რომ პრეზიდენტი მთავრობის ოპოზიციაშია.

„არ შეიძლება თავისუფალი პოზიცია აღიქვა როგორც ოპოზიცია. მე ვცდილობ ძალიან ბევრ თემაზე ვიყო გაერთიანებული მთელ საზოგადოებასთან, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ არამარტო პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირიც და რაც მთავარია თავისუფალი მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფალი, ამაზე შენდება დემოკრატია. თუ ჩვენ თავისუფლებას აღვიქვამთ ოპოზიციონერობად, გაგვიჭირდება ასე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა“,-განაცხადა პრეზიდენტმა „მაესტროს ცხრიანში“





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics