17:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 04:40:26, 2242 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მინდა მადლობა გადავუხადო პატრიარქს, იმისათვის, რომ მან სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის ილოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქმს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ბორჯომის სტიქიამ უმსხვერპლოდ ჩაიარა.

პრემიერმა პატრიარქს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. 

"მინდა, მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული. მინდა, გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და მისი კურთხევით, ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები. გუშინდელი დღეც მადლობა ღმერთს, რომ უმსხვერპლოდ დასრულდა, მე მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის კატასტროფას. მინდა, მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ის ყოველდღე, ყოველწუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და გამთლიანებისათვის, მთელი ერი მისი მადლობელია. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics