19:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-28 00:48:15, 2440 ნახვა

საზოგადოება
საყდრისის კომიტეტის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

საყდრისის კომიტეტის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

 კომიტეტისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ  გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო.

„სავარაუდოდ სრულადაა დანგრეული ძველი გალავნის ერთი ნაწილიც, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება- განადგურება, აგრეთევ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა, იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს“,-აღნიშნავენ საყდრისის კომიტეტში.

კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს. საყდრისის კომიტეტი ბრიფინგზე ძეგლის დაზიანების დამამტკიცებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს წამოადგენს. ბრიფინგი ' პრაიმ ტაიმის" პრეს- კლუბში 11 საათზე დაიწყება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics