19:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 07:07:18, 2527 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

სამკურნალო დაწესებულებაში მფრინავებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი დახვდნენ და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირადად გაეცნენ.

ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და სამაშველო ოპერაციის მონაწილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics