19:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 08:40:03, 2673 ნახვა

საზოგადოება
ოკამის მაცხოვრებელმა სახანძრო-სამაშველო სამსახური გააფრთხილა, რომ ყანის ნარჩენებს ცეცხლს უკიდებდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა  ყანის ნარჩენებს ცეცხლი წაუკიდა, რის შესახებაც წინასწარ გააფრთხილა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მან თანასოფლელებიც შეკრიბა, რათა ცეცხლი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა. მეხანძრე-მაშველები პრევენციის მიზნით ადგილზე მივიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ცეცხლი უკვე ჩამქრალია და წინასწარ გათვალისწინებულ ტერიტორიას 1 სანტიმეტრითაც არ გასცდენია:

„წინასწარ გაგვაფრთხილა, ხალხს გაუკეთა მობილიზება და შემდეგც წაუკიდა ცეცხლი ყანის ნარჩენებს, რომელსაც წვავენ ხოლმე. უყურადღებოდ არ დატოვა. ჩვენც გავედით პრევენციის მიზნით, 1 სანტიმეტრითაც არ გასცდენია ტერიტორიას, სადაც იყო გათვალისწინებული და რაზეც შეგვატყობინა“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics