18:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 12:24:31, 2732 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე: თიბისი ჯგუფი დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი თიბისი ჯგუფისა და კომპანია ბორჯომის მიერ აღდგება. ეს განცხადება ბიზნესმენმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. კომპანია ბორჯომი ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა. 

„თიბისი ჯგუფის და კომპანია ბორჯომის საერთო გადაწყვეტილებით, ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და სრულად აღვადგენთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორიას, გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე"- აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.  

ინიციატივას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და კომპანია "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაც" შეუერთდა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics