16:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 03:05:04, 2786 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული საწარმოს მეშვეობით, 20 000 ლარის სანაცვლოდ,  196 690 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერეს. გაყალბებული დოკუმენტის მიხედვით, ჩასათვლელმა დამატებული ღირებულების გადასახადმა 30 003 ლარი შეადგინა. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის II ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics