14:15 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 21:01:37, 2531 ნახვა

საზოგადოება
რექს ტილერსონი: სერჟანტი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს ქართველ ხალხს მოგისამძიმროთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

„უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს" - აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივანი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულ ქართველ ჯარისკაცებს.

რექს ტილერსონი სამძიმრის წერილში იხსენებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ავღანეთში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-ს ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუციას.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი  3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics