13:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 13:11:49, 2206 ნახვა

საზოგადოება
ზაზა ფაჩულია „თიბისი ბანკთან“ ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია "თიბისი ბანკთან" ერთად საქართველოში ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ კალთბურთელმა 9 აგვისტოს „იმპაქთ ჰაბში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ის "თიბისი ბანკის" პროექტ სტარტაპერის და ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია „წლის სტარტაპერის“ მონაწილეებს შეხვდა. 

„ბევრი საერთოა ჩემს როგორც სპორტსმენსა და თქვენს როგორც ბიზნესმენებს შორის. საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბიძგი და დახმარება ჭირდებათ, სწორედ ამას აკეთებს თიბისი და მეც მოვედი, რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. თქვენს გვერდით მიგულეთ და მადლობა მეგობრობისთვის“, - განაცხადა ფაჩულიამ.  

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის თქმით, ზაზა ფაჩულიას დამეგობრება „სტარტაპერთან“ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მან ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის შედეგად მიაღწია დიდ მიზანს. 

„ძალიან მნიშნელოვანია, რომ დღეს შევკრიბეთ ხალხი, ვინც ქვეყანაში იწყებს ახალ ინიციატივებს, ქმნის ახალ ბიზნესებს, ნერგავს ახალ იდეებს და აქცევს მათ რეალობად. ამით ისინი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს, ბევრ სამუშაო ადგილს ქმნიან და სოციალურ ფონს აუმჯობესებენ. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც დიდ საქმეს აკეთებს. ზაზა ფაჩულიას დამეგობრება „სტარტაპერთან“ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მან ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის შედეგად მიაღწია დიდ მიზანს, რაც სტარტაპის თემატიკასთან ძალიან ახლოსაა“, - განაცხადა ქურდიანმა. 

ცნობილმა კალათბურთელმა, ასევე, ისაუბრა შეცდომების დაშვების, გამბედაობის, ძლიერი გუნდის ყოლის და თვითდაჯერებულობის მნიშვნელობაზე.

„კითხვის დასმა და შეცდომის დაშვება სირცხვილი არ არის, პირიქით, იყავით გამბედავები, მიღებული გამოცდილებით ბევრს ისწავლით“, - აღნიშნა ფაჩულიამ. 

ზაზა ფაჩულია თავადაც მონაწილეობდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.  მაგალითად, შარშან მისი სტარტაპი „სნეპი“ ბიზნესდაჯილდოებაში იღებდა მონაწილეობას. წელს კი კალათბურთელი ბიზნესდაჯილდოებაში ნომინაცია - „წლის სტარტაპერის“  წარმდგენი იქნება. 

ღონისძების ბოლოს ფაჩულიამ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. „უნდა იფიქროთ სულ განვითარებაზე, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა“, -  განაცხადა კალათბურთელმა.

(R) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics