17:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 17:41:32, 2588 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა მაიკ პენსს ინიციატივით მიმართა

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც  აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.

,,შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს შორის, სადაც განხილული იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს იმ ნათელი მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც გაჟღერდა ამ ვიზიტის განმავლობაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გზავნილების ეფექტიან იმპლემენტაციას და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების და კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.

პოლიტიკური კონსულტაციების არსებული ფორმატების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს  შესთავაზა იდეა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო იღებს  საერთაშორისო უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიკეთისა და სტაბილურობის მომტანია",- აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics