|
2015-04-23 17:46:44, 971 ნახვა
ეკონომიკა
დავით მირცხულავა: ხუდონჰესის პროექტში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წილობრივი მონაწილეობა მიზანშეწონილი არაა
ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია “ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკური დერექტორი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ პროექტში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წილობრივი მონაწილეობა მიზანშეწონილი არაა. ამის შესახებ მირცხულავამ სახელმწიფოს მხრიდან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობასთან ახალი მემორანდუმი ფორმდება, ხოლო წილობრივი საკითხები უახლოეს მომავალში გადაწყდება. „ჰესის მშენებლობაში სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ მინორიტარულ აქციონერად შემოსვლაა მიზანშეწონილი. მენეჯმენტში სახელმწიფოს ყოფნა ნებისმიერ პროექტს დააზარალებს. ჩვენი შეთავაზება ამ კუთხით 20 პროცენტამდე წილია, ახლა საპარტნიორო ფონდის წილობრივ მონაწილეობაზეა საუბარი“, - განაცხადა მირცხულავამ. მისივე თქმით, მთავრობასთან დეკემბერში შეთანხმებულ დოკუმენტში ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თორმეტთვიან შესყიდვაზეა საუბარი. „სისტემის კომერციული ოპერატორი ხუდონჰესის მმართველ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას იმის თაობაზე, რომ გამომუშაველი ენერგიის სრული მოცულობა 12 თვის განმავლობაში 15 წლის პერიოდში საქართველოს ენერგოსივრცეში დარჩება“, - აღნიშნა მირცხულავამ. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს კითხვები “ტრანსელექტრიკასთან“ მხოლოდ კომპანიის ოფშორულ ზონაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჰქონდა. მირცხულავას ინფორმაციით, კომპანია არაოფშორულ ზონაში გადავა და სავარაუდოდ ჰოლანდიური ინვესტიცია იქნება. რაც შეეხება ხაიშის მოსახლეობას, “ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ ამ კუთხით საუკეთესო მსოფლიო გამოცდილებას გაითვალისწინებენ და კომპანია სოფლის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს. შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და უწყების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიასთან კითხვები ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის გამო ჰქონდათ. კალაძემ არც ის გამორიცხა, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სახელმწიფოს დაეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)