08:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 15:18:08, 2758 ნახვა

სამართალი
სუს-ი: მნიშვნელოვანია, კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან, კითხვები არ დარჩეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის, ოთარ კუპრაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედური ანგარიში წარმოადგინა. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობები დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics