|
2015-04-22 19:34:58, 1311 ნახვა
სამხედრო
ეველინ ფარკასი აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების მომავალ ქართველ მსმენელებს შეხვდა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ეველინ ფარკასი აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების მომავალ ქართველ მსმენელებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა სტუმარმა ახალგაზრდები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის სფეროში მიმდინარე აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში გაიცნო. ეველინ ფარკასი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ალექსანდრე წერეთელს, კონსტანტინე ყიფიანსა და რადიონ ცხაკაიას გაესაუბრნენ და წარმატებები უსურვეს. ახალგაზრდები მათი მონაცემების, აკადემიური მიღწევებისა და გასაუბრების საფუძველზე, ODC (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი) ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს. შედეგები აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიასა და აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიაში გადაიგზავნა. აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებიდან მიღებული დასტურის თანახმად, ალექსანდრე წერეთელი და კონსტანტინე ყიფიანი სწავლას აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში გააგრძელებენ. რადიონ ცხაკაიას კი აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა მიეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)