06:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 14:55:12, 2759 ნახვა

სამართალი
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მსახიობი 20 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი სამართალდამცველებმა 5 თვის წინ დააკავეს. მსახიობს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა შენახვისთვის ემუქრება.

გიორგი გიორგანაშვილს შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში და სატელევიზიო სერიალებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics