|
2015-04-22 12:26:21, 401 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: არ გვაქვს უფლება, ორი მაღალი რანგის რეზიდენცია გვქონდეს
„მძიმე სოციალურ ფონის პირობებში, არ გვაქვს უფლება, ორი ასეთი მაღალი რანგის რეზიდენცია გვქონდეს“, –ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. კალაძის თქმით, ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის დასრულებაზე გადაწყვეტილების მიღებაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იღებდა მონაწილეობას. ახლა კი, მისთვის გაუგებარია, რატომ აცხადებს მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლაზე უარს. „საქართველოში, სადაც უამრავი პრობლემა და მძიმე სოციალური ფონია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გვქონდეს ორი ასეთი მაღალი რანგის რეზიდენცია. ჯერ იყო და პრეზიდენტის რეზიდენციაზე , რაც აშენდა, დაიხარჯა ნახევარი მილიარდი, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მოსახლეობას ძალიან უჭირს – ეს არასწორი იყო. ამასთან, მითუმეტეს როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული ათონელის რეზიდენციის დასრულებაზე, მონაწილეობას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იღებდა. დღეს კი გაუგებარია მისი პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ მას არ აინტერესებს რეზიდენციაში გადასვლა“, – განაცხადა კალაძემ. მან აქვე აღნიშნა, რომ ამ თემის აჟიტირება ხდება. „მიზანმიმართულად ხდება აჟიტირება, რომ თითქოს ვიღაც იჩაგრება და გვინდა ვიღაცას დაჩაგვრის მანტია მოვასხათ. ეს გარკვეული ჯგუფებისა და ტელევიზიების ინტერესებში შედის“,– აღნიშნა ვიცე–პრემიერმა. ამასთან, „თავისუფალი დემოკრატების“ შეთავაზებას ათონელის რეზიდენციაში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლაზე, კალაძემ უპასუხა, რომ ღარიბაშვილი კანცელარიაში თავს ნორმალურად გრძნობს და დიდი ფუფუნება არ სჭირდება. „პრემიერს კანცელარიაში აქვს თავისი სამუშაო ადგილი, სადაც ის თავს ნორმალურად გრძნობს. შესაბამისად რაიმე დიდი ფუფუნება პრემიერს არ სჭირდება“, – აღნიშნა კალაძემ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)