05:59 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 13:39:53, 2805 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
მაკრონი მარგველაშვილს წერილს უგზავნის - საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას.

წერილის ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს მჭიდრო და უმაღლესი ხარისხის ურთიერთობები აკავშირებს.

"გულითად მადლობას მოგახსენებთ ამა წლის 7 მაისით დათარიღებული წერილისთვის, რომლითაც წარმატება მისურვეთ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ჩემს არჩევასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის. 

როგორც თქვენ აღნიშნავთ, საფრანგეთსა და საქართველოს მჭიდრო და უმაღლესი ხარისხის ურთიერთობები აკავშირებს, რომლებიც დამყარებულია საერთო ღირებულებებზე, რასაც ადასტურებს, თუნდაც, უმაღლესი დონის შეხვედრების სიხშირე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი წლები საშუალებას მოგვცემენ, უფრო გავაღრმაოთ ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა ყველა სფეროში.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობაში და ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას, მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ. 

გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა", - ნათქვამია ემანულ მაკრონის წერილში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics