00:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 13:52:41, 2306 ნახვა

სამართალი
მიხეილ თათარიშვილის მამა: ნეტავ საქართველოში ყველა მოსამართლე გაბედავდეს იმას, რაც გიორგი დარახველიძემ გაბედა

მიხეილ თათარიშვილის მამა ლადო თათარაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

მისი შეფასებით მოსამართლემ ადეკვატური და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მიხეილ თათარიშვილის მამა მოსამართლეს და ადვოკატ ირმა ჭკადუას გამბედაობისთვის მადლობას უხდის.

"ნეტავ საქართველოში ყველა ადვოკატი იყოს ისეთი გამბედავი, როგორც ქალბატონი ირმა ჭკადუაა და ასევე ნეტავ ყველა მოსამართლე გაბედავდეს იმას, რაც ბატონმა გიორგი დარახველიძემ გაბედა. ამ ბოლო პერიოდში 5-6 გახმაურებული საქმე იდენტურია. თუ მოსამართლეები ამას გაბედავენ, ხელისუფლების ნება კი ის იქნება რომ დამნაშავეებმა რეალურად აგონ პასუხი, ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხურება", - აღნიშნა ლადო თათარაშვილის.

ასევე მედიასთან კომენტარი თავად მიხეილ თათარიშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

ცნობისთვის, ნარკოდანაშაულის საქმეზე ბრალდებული მიხეილ თათარიშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics