2017-07-06 18:59:28, 2801 ნახვა
მსოფლიო
Pew Research: ამერიკელები ანგელა მერკელს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე დონალდ ტრამპს
Pew Research-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უფრო ენდობა ვიდრე დონალდ ტრამპს, - ამის შესახებ The Hill იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გამოკითხულთა 56% ანგელა მერკელს უფრო ენდობა, ვიდრე დონალდ ტრამპმს, ხოლო 46% ნდობას ქვეყნის პრეზიდენტს უცხადებს.
გამოკითხვა ასევე პოლიტიკურ პარტიებშიც ჩატარდა. კერძოდ, რესპუბლიკელების 89% ნდობას დონალდ ტრამპს უცხადებს, ხოლო დემოკრატების 64% ანგელა მერკელს ენდობა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა "დიდი ოცეულის" სამიტამდე 1 დღით ადრე გამოქვეყნდა. სამიტზე რესპუბლიკელი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერსაც შეხვდება.
ცნობისთვის, გამოკითხვა მიმდინარე წლის 16 თებერვლას დაიწყო და 15 მარტს დასრულდა. მასში მონაწილეობა 1 505-მა ამრიკელმა მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან