16:49 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 10:55:37, 2232 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტი ბერლინის მიმართულებით ფრენის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის აეროპორტი ბერლინის მიმართულებით ფრენის გადადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ვიზეაირის“ რეისი მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. შესაბამისად, როგორც აეროპორტში აცხადებენ, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა.

„ავიაკომპანია „ვიზეაირის“ რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.

ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში.

აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.

სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics