|
2015-04-21 16:54:09, 1004 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“ თბილისში მომსახურების ახალ ცენტრს ხსნის
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ განაგრძობს მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას და თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, # 71-ის მოპირდაპირედ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მომსახურების ახალ ობიექტს ხსნის. „„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ცენტრი კორპორაციულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღოს. მომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიღებისთვის დამატებით კომფორტს უქმნის, რაც ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, - აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თბილისში უკვე სამი მომსახურების ცენტრი აქვს ვაკეში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრსა და ისანში, ხოლო რეგიონებში ვისოლის სერვის ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ახალსოფელში. ცნობისთვის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ვისოლის“ ქსელში „ეკო სუპერ 100-ის”, „ეკო სუპერის”, „ეკო დიზელის“, „ეკო პრემიუმის“ და “ეკო რეგულარის“ რეალიზაცია დაიწყო. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)