23:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 14:38:08, 2186 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ევროპული საქართველოს" წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილი პატიმრობაში დარჩა. სხდომას ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილი არ ესწრებოდა, რადგან ის იძებნება. 

პროკურატურამ ხეჩუაშვილის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად კვლავ პატიმრობა მოითხოვა, რადგან როგორც პროკურორმა სასამართლოზე განმარტა, ხეჩუაშვილი ამ დრომდე მიმალვაშია და მისი ადგილსამყოფელის დასადეგნად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

ამასთან, ხეჩუაშვილის ადვოკატის თქმით, დარჩო ხეჩუაშვილი მოსკოვშია სამუშაოდ წასული და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.

ცნობისთვის, შემდეგი სასამართლო სხდომა ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics