2017-07-03 13:40:14, 2795 ნახვა
მსოფლიო
ბავარიაში ტურისტული ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და აალდა - დაშავდა სულ მცირე 31 ადამიანი
ბავარიაში ტურისტული ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და აალდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
France Press-ის ცნობით, კიდევ 17 ადამიანის ბედი, რომლებიც ავტობუსში იმყოფებიან, ამ დრომდე უცნობია.
"სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ავტობუსიდან გამოღწევა ვერ მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია სად იმყოფება კიდევ 17 ადამიანი", - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
სამართალდამცველების თქმით, სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაღუპულია.
ცნობისთვის, ავტობუსში, რომელიც ნიურნბერგში მიემართებოდა, სულ 48 ადამიანი იყო.
ინციდენტის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ მაგისტრალი გადაკეტეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან