|
2017-06-29 23:39:08, 1168 ნახვა
სპეციალური ანონსი
30 ივნისის ანონსი
09:30 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი(CIPDD), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) თანამშრომლობით, გამართავსკონფერენციას: „მიგრაცია: ადამიანის უფლებები, განვითარება და უსაფრთხოება". 10:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის III სართულზე, საკონფერენციო დარბაზში, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელზეც მოხსენებით წარდგებიან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილი. 11:00 საათზე, აგრარულ უნივერსიტეტში ლიმერიკის უნივერსიტეტი, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მეურნეობის საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება“ ფარგლებში, თბილისში დასკნითი კონფერენციას გამართავს და პროექტის კვლევითი საქმიანობის შედეეგებს წარადგენს. 11:00 საათზე, ევროპული საქართველოს ცენტრალურ ოფისში ელენე ხიშტარიას ბრიფინგი. თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები. 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცაილური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ხვალიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება. მის: ჯანდაცვიოს სამინისრო-წერეთლის 144; საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70 12:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ. 12:00 საათზე, ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრჟო ცენტრი, გაერო-ს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდება. 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგება შეხვედრა ნობელის პრემიის ლაურეატთან, პროფესორ აარონ ჩიხანოვერთან. 15:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „მედიქლაბჯორჯია“-სთვის სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია JCI-ის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება. მისამართი: ტაშკენტის ქუჩა #22ა, თბილისი საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009 16:00 საათზე, სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე:
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)