|
2017-06-29 11:42:56, 1937 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ვენეციის კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო კონსენსუსი შემდგარიყო
“საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს, ბათუმში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ და მისმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის ირგვლივ საქართველოში კონსესუსი შემდგარიყო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. „კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ბატონ ჯანი ბუკიკიოს შესანიშნავი დასკვნისთვის, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე, მისი განცხადებებისთვის. ყველაფერი გააკეთა ვენეციის კომისიამ და პირადად ბატონმა ჯანი ბუკიკიომ იმისთვის, რომ შემდგარიყო კონსენსუსი საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო საქართველოში, ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ჩვენ, საბოლოო ჯამში, ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილებების მიღებას საბოლოოდ საქართველოს პარლამენტში, როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულახდილი საუბარი ვენეციის კომისიის კომისიის პრეზიდენტთან. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, შევჯერდეთ ისეთ სამართლებრივ სისტემაზე საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ძალიან მყარ დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. „საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს არცერთი მუხლი ახალ დოკუმენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს წინსვლა. ყველა მუხლთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ არის წინსვლა და ეს წინსვლა არის ფუნდამენტური. ეს კონსტიტუცია, ეს დოკუმენტი აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მიზანი არის პირდაპირ ასახული ქვეყნის ძირითად კანონში და ზუსტად ეს განაპირობებს ამ დოკუმენტის ლეგიტიმურობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)