23:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 20:23:17, 2085 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის.

როგორც კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მართველობის მოდელზე გადასვლა, მმართველი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი იყო.

"2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია სადაც ძალინ ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახლდათ შეტანილი. სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამტავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი პოზიციის და არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი, ხმათა უმრავლკესობით წყდებოდა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრესენდენტო მასშტაბის სახალხო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, რომლის მხრიდანაც წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. საბოლოოდ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის. პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას. მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები. იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი", - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა კონკრეტულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსენსუსის მიღწევა მხოლოდ ერთ საკითხზე ვერ მოხდა. 

პრემიერის შეფასებით, კონკრეტულ საკითხზე გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ამ ხელისუფლების პირობებში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics