23:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 14:30:48, 2832 ნახვა

მსოფლიო
საქართველოს საზღვართან დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

საქართველოს საზღვართან დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ MeydanTV იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

"საზღვარზე დამაკავეს. მითხრეს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა გადამცენ, რადგან ძებნაში ვიმყოფები. განყოფილებაში მითხრეს, რომ არაფერი იციან. მხოლოდ ის ვიცი, რომ აზერბაიაჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილიდან გასცა განკარგულება, რომ მე ქვეყნის ტერიტორია არ უნდა დამეტოვა. ამის მიზეზი არ ამიხსნეს. მითხრეს, რომ ბაქოში უნდა დავბრუნდე", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს საზღვართან დღეს დააკავეს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics