|
2017-06-22 10:45:52, 2216 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ქუთაისი საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა გახდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს. კვირიკაშვილის თქმით, პროექტში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს როგორც საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრი. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოგეხსენებათ ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ორი დღის წინ ხელი მოეწერა ქუთაისის უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის ამ პროექტში არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი.ქუთაისის უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის ამ პროექტში, არა როგორც კონსულტანტი, არამედ პარტნიორი.მიუნხენის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო რეგიონული განათლების ცენტრად და ქუთაისი მართლაც გახდება საერთაშორისო განათლების მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად. ამ პროექტის წარმატებას წინ არაფერი დაუდგება. ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე. გილოცავთ ამ ძალიან დიდი წარმატებას. მოხარული ვარ, რომ საქართველო თანდათან ხდება ძალიან პოპულარული არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდანაც ჩამოდის ბევრი სტუდენტი განათლების მისაღებად. ქუთაისის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანთლებლო ინსტიტუცია იქნება ევროპაში. დარწმუნებული ვართ, ამ პროექტის წარმატებაში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)