22:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 15:52:57, 2793 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი აირჩია

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის  33 კანდიდატს, რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

პარლამენტმა 33 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი და ზაზა ხარებავა აირჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველი 33 კანდიდატი იყო: იგორ კოპალიანი, ვალერიან გავაშელი, ლევან გზირიშვილი, ქეთევან ბექაური, ლევან ბერიძე, ირმა გელაშვილი, მაგური ლიპარტელიანი, რაჟდენ კუპრაშვილი, სულხან ონიანი, შალვა ქურდაძე, იოსებ ვარძელაშვილი, ნოდარ პაპუკაშვილი, თეა ჯუღელი, ლალი გზირიშვილი, პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე, მარინე კვაჭაძე, ნინო ნიშნიანიძე, ამირან ზენაიშვილი, ალექსანდრე ჩხიტაური, ინგა ბერიძე, თამაზ კაპანაძე, ირაკლი ჩხარტიშვილი, ზაზა ხარებავა, მაია ივანიძე, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, გრიგოლ გაგნიძე, ავთანდილ კახნიაშვილი, ბესიკ სისაძვე, ავთანდილ აბაშიძე, ზურაბ აზნაურაშვილი.

კიდევ ერთი კანდიდატის  ლევან ჯოხაძის დოკუმენტაცია, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მომხსენებელმა ეკა ბესელიამ აღნიშნა,  არ იყო სრულად შესაბამისობაში კანონის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, მისი კანდიდატურისთვის  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კენჭი არ უყრიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics