22:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 15:58:08, 2368 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: ბარიერის დაწევა პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიაჩნევს, რომ ბარიერის დაწევა პარლამენტში "პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს, თუმცა ასეთია დემოკრატიული პროცესი".  

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა უნდა დაეყრდნოს ვენეციის კომისიის დასკვნებს და გაიზიაროს შენიშვნები. 

„ჩვენ მზად ვართ ყველანი, რომ მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის ოპონენტების იქნება ეს, არასამთავრობო სექტორის თუ ოპოზიციის. მოვისმინოთ კრიტიკა პრეზიდენტისგან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და გავიზიაროთ ის შენიშვნები, რომლებსაც მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიისთვის არის მისაღები შენიშვნები. ის, რომ მაგალითად 5%-იანი ბარიერი დაიწევს, როგრც ჩანს ამის მისაღებად მმართველი გუნდი მზად არის. მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვევს პარლამენტში ალბათ პოლიტიკურ დაქსასქსულობას, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ერთ-ერთი საკითხი საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის დაწევას ითვალისწინებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics