02:48 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 17:56:04, 1838 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი IFAD-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს, დინა სალეჰს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარების ახალი პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება  ჯიშთა აღდგენის, ხელოვნური განაყოფიერების, საძოვრების რაციონალური გამოყენების და ამ კუთხით ტექნიკური დახმარების კომპონენტები.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროექტი, მთავრობის მიერ დამტკიცებულ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამასთან“ ერთად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც მეცხოველეობის დარგის განვითარებას, ასევე მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics