19:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 14:35:47, 2155 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კილაძე: იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცავები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მალე ნათელს მოჰფენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის  ეფექტური გამოძიებით ხელისუფლება არანაკლებ დაინტერესებულია.

კილაძის თქმით,  დიდი იმედი აქვს, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში  ყველა კითხვას პასუხს გასცემენ:

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე ძალიან მგრძნობიარეა, როგორც ქვეყნისთვის გარეთ, ასევე ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, არანაკლებ გვტკივა გული ამ საკითხზე და იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც ისმის საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. ჩვენი, როგორც ხელისუფლების, როლი, ამ შემთხვევაში არის ის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოეფინოს ნათელი ამ საქმეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ ამ საქმეს, პასუხს გასცემენ ყველა კითხვას. ესაა პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების ინტერესი“,-განაცხადა სოფიო კილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics