19:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 11:06:18, 2415 ნახვა

მსოფლიო
Golden State Warriors-მა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უარი თქვა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBA) გამარჯვებული გუნდი Golden State Warriors-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ შეხვდება, - ამის შესახებ Metro.us იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრადიციის თანახმად, გამარჯვებული გუნდი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს, თუმცა წელს აღნიშნული შეხვედრა არ გაიმართება.

მედიის ცნობით, გუნდში ანონიმური კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგადაც, მოთამაშეთა უმრავლესობა ტრამპთან შეხვედრას ეწინააღმდეგება.

წინასაარჩევნო კამპანიისა და ტრამპის გამარჯვების შემდეგ, Golden State-ის მოთამაშეებმა და მთავარმა მწვრთნელმა ქვეყნის პრეზიდენტი არა ერთხელ გააკრიტიკეს.

ცნობისთვის, გუნდმა გამარჯვება 2015 წელსაც მოიპოვა და ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics