|
2017-06-12 11:34:27, 1908 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
„სომხეთთან არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი მიმდინარეობს. ამასთან ერთად, საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა სომხეთისთვის, რადგან სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის სომხეთის საქონლის ტრანზიტის უდიდესი ნაწილი. ჩვენ ასევე განვიხილეთ სომხეთში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ირანთან და სხვა ქვეყნებთან და ეს შესაძლებლობა ქართულმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს,“ -ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საფინანსო-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის საკითხები. აღინიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების დიდი პოტენციალი. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ტურიზმის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე კულტურულ და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე. (NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)