17:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 16:45:33, 2003 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ვერავინ მოახერხოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ არც ერთი ისეთი ნორმა არ დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად შეფასებს.

როგორც კობახიძემ თავმჯდომარემ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს რიგით XVIII ეროვნულ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეორე თავთან დაკავშირებით, რამდენიმე, არსებითად ტექნიკური ხასიათის შენიშვნა გამოითქვა და ეს გაზიარებული და ასახული იქნება.

„ყველაზე ცხელი საკითხები მეორე თავში ეს იყო მიწა და ქორწინება. საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების გათვალისწინებით და შემდგომი მსჯელობის საფუძველზე, გადაწყდა ჩანაწერის გამკაცრება. გრძელდება იმასთან დაკავშირებით მსჯელობა, თუ როგორ ჩამოყალიბდება მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერი, თუმცა, იქნება მაქსიმალურად შეზღუდული მიწის გასხვისება უცხოელებზე. ფართო დისკუსია იყო ქორწინების საკითხთან დაკავშირებითაც. კონსტიტუციის დონეზე კონკრეტდება ქორწინების დეფინიცია, კერძოდ, აღინიშნება კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირი. ძალიან კონკრეტული ძალები იყენებენ ასეთი დეფინიციის არ არსებობას ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ჩვენ გვინდა, რომ ეს საბაბი გამოვაცალოთ ასეთ ძალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერავინ  მოახერხოს საქართველოში როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობების გაღვივება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics